ფეხბურთი

22:17 | 5.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

პერესი მბაპეს "რეალში" ტრანსფერზე: "იანვარში სიახლეები იქნება"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ დაადასტურა, რომ ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურდა და ამის გაკეთებას მომავალში არ გამორიცხავს.

მბაპეს განცხადებების შემდეგ ესპანურმა მედიამ ფლორენტინო პერესს ჰკითხა ამ საკითხზე, რაზეც „რეალის“ პრეზიდენტმა საკმაოდ მოკლე, მაგრამ დაიმაინტრიგებელი პასუხი გასცა:

„ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი 1 იანვრისთვის მოგვარდება, სიახლეები იქნება“, - თქვა პერესმა.

პერესის განცხადებას „პარი სენ ჟერმენის“ სპორტული დირექტორი ლეონარდო გამოეხმაურა, რომელმაც ესპანური გრანდი გააკრიტიკა.

"ჯერ რეალის ფეხბურთელი (ბენზემა - რედ), შემდეგ მწვრთნელი და ახლა პრეზიდენტი საუბრობენ კილიანზე, თითქოს ის მათი ფეხბურთელი იყოს. ეს პატივისცემის ნაკლებობაა, რომლის მოთმენა შეუძლებელია. მინდა შევახსენო ფლორენტინოს, რომ სატრანსფერო ბაზარი დახურულია და სეზონი მიმდინარეობს. ახლა თამაშებსი დროა და „რეალი“ ასე მოქცევას ვეღარ გააგრძელებს. კილიანი პსჟ-ს ფეხბურთელია და ურთიერთობა გრძელდება", - თქვა ლეონარდომ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და „რეალს“ იანვარში შეუძლია მასთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმოს, ხოლო 1 ივლისიდან უფასოდ დაიმატოს.

0.126543