ფეხბურთი

0:23 | 5.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "ევრო 2020-ზე ყველაზე მეტი პრობლემა ესპანეთმა შეგვიქმნა, მაგრამ ახლა სხვაგვარად იქნება"

იტალიის ნაკრები უეფას ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კიდევ ერთი ტიტულის მოგებას ეცდება. „სკუადრა აძურას“ მთავარმა მწვრთნელმა ესპანეთთან მატჩამდე ორი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა და მედიის კითხვებს უპასუხა.

„ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი სირთულის წინაშე ესპანეთის ნაკრებმა დაგვაყენა. ეს ძლიერი გუნდია კარგი ფეხბურთელებით. შესანიშნავი თამაში იქნება. ისინი კარგები არიან ბურთის ფლობაში, ჩვენ კი მათ დონეზე მისასვლელად დრო არ გვქონდა, მაგრამ ამჯერად სხვაგვარად იქნება. როგორც წესი, „სან სირო“ სავსეა, როცა ეროვნული ნაკრები თამაშობს. ფანტასტიკური იქნება ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ერთა ლიგის მოგება და მუნდიალზე ნაადრევი კვალიფიკაცია, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება.

რა იყო ევრო 2020-ზე წარმატების საიდუმლო? ალბათ გუნდში შექმნილი ურთიერობა. გუნდი 50 დღე ერთად მუშაობდა და ეს ადვილი არ არის. მძიმე და დამღლელი დღეები იყო, მაგრამ არანაირი პრობლემა არ ყოფილა. დონარუმა? მან თამაშ ძალიან ახალგაზრდულ ასაკში დაიწყო და შესანიშნავი თვისებები აქვს. ის წლიდან წლამდე ვითარდება და უნდა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გახდეს. რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიმართლა, რომ ევრო 2020-ზე ის გვყავდა. ვფიქრობ, რომ ფედერიკო კიეზას მომატება კიდევ შეუძლია. მან რამდენიმე ასპექტში მოუმატა, კარგი ათლეტური და ტექნიკური თვისებები აქვს. მენტალურად უნდა გაიზარდოს და სტაბილურობას მიაღწიოს.

გამარჯვებისთვის ერთადერთი გზა არ არსებობს, მხოლოდ კარგი თამაშით არ ხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგი თამაშით მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატის მოგება და შოუს ჩვენებით და ასე კიდევ უფრო უკეთესია. გამარჯვებისთვის მრავალი გზა არსებობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იტალიამ მსოფლიოს ჩემპიონატი ოთხჯერ მოიგო, ახლა ევროპის ჩემპიონები ვართ და მნიშვნელოვანი ისტორია გვაქვს“, - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებს 6 ოქტომბერს მილანში დაუპირისპირდება.

0.156515