ფეხბურთი

19:57 | 1.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესმა ბელგიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა უეფას ერთა ლიგის მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. უეფას ერთა A ლიგის ნახევარფინალში ბელგია საფრანგეთის ეროვნულ გუნდს 7 ოქტომბერს ტურინში დაუპირისპირდება.

"წითელი ეშმაკების" ტვიტერის გვერდის ინფორმაციით, მარტინესის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მარტინესმა ბელგიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

მეკარეები: ტიბო კურტუა, კუნ კასტელსი, სიმონ მინოლე, მატს სელსი;

მცველები: ტობი ალდერვეირელდი, დედრიკ ბოიატა, ჯეისონ დენაიერი, იან ვერტონგენი, ტიმოტი კასტანი, ტომა მენიე;

ნახევარმცველები: იანიკ კარასკო, ტორგან აზარი, ალექსის სალემაკესი, კევინ დე ბრუინი, ლეანდერ დენდონკერი, იური ტილემანსი, ჰანს ფანაკენი, აკსელ ვიტსელი, შარლ დე კეტელარე, დოდი ლუკებაკიო;

თავდამსხმელები: ედენ აზარი, ლეანდრო ტროსარი, მიში ბატშუაი, რომელუ ლუკაკუ;

0.129413