ფეხბურთი

19:09 | 30.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამმა ერთა ლიგაზე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა უეფას ერთა ლიგის „ოთხთა ფინალისთვის“ შემადგენლობა დაასახელა. „მამლების“ თავკაცმა გუნდში 23 ფეხბურთელი გამოიძახა და ტიტულის მოსაპოვებლად შემდეგი ფეხბურთელები იბრძოლებენ.

მეკარეები: ბენუა კოსტილი (ბორდო), უგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), მაიკ მაინანი (მილანი, იტალია)

მცველები: ლუკას დინი (ევერტონი, ინგლისი), ლეო დუბუა (ლიონი), ლუკას ერნანდესი (ბაიერნი, გერმანია), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), ჟულეს კუნდე (სევილია, ესპანეთი), ბენჟამინ პავარი (ბაიერნი, გერმანია), დაიო უპამეკანო (ბაიერნი, გერმანია), რაფაელ ვარანი (მანჩესტერი, ინგლისი), ტეო ერნანდესი (მილანი, იტალია)

ნახევარმცველები: მატეო გენდუზი (მარსელი), პოლ პოგბა (მანჩესტერი, ინგლისი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი, იტალია), ორელინ ჩუამენი (მონაკო), ჯორდან ვერეტუ (რომა, იტალია)

თავდამსხმელები: ვისამ ბენ იედერი (მონაკო), ქარიმ ბენზემა (რეალი, ესპანეთი), მუსა დიაბი (ლევერკუზენი, გერმანია), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, ესპანეთი), ანტონი მარსიალი (მანჩესტერი, ინგლისი), კილიან მბაპე (პსჟ)

შეგახსენებთ, ერთა ლიგის ნახევარფინალში საფრანგეთი 6 ოქტომბერს, ტურინში ბელგიის დაუპირისპირდება. მეორე წყვილში იტალია და ესპანეთი ითამაშებენ. გამარჯვებულები ფინალში გავლენ, დამარცხებულები კი მესამე ადგილისთვის დაუპირისპირდებიან.

0.144818