ფეხბურთი

21:53 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ „ასტონ ვილასთან“ წაგების შესახებ

პრემიერლიგის მე-6 ტურში, „ასტონ ვილასთან“ შინ დამარცხების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ინსტაგრამში თავისი აზრი გაუზიარა მილიონობით გამომწერს.

„ეს მხოლოდ დასაწყისია. ისეთ ძლიერ ტურნირში, როგორიც პრემიერლიგაა, ყოველი ქულა უაღრესად მნიშვნელოვანია. საჭიროა დაუყოვნებლივ გავიაზროთ ყველაფერი, მოვიმართოთ და ჩვენი ნამდვილი ძალა ვუჩვენოთ ყველას.“ - წერს პორტუგალიელი.

0.143903