ფეხბურთი

21:20 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა - „სიტის“ მწვრთნელი რეკორდსმენი

პრემიერლიგის მე-6 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ჩელსის“ სტუმრად 0:1 მოუგო. ხოსეპ გვარდიოლასთვის ეს 221-ე გამარჯვება გამოდგა „ქალაქელთა“ მთავარი მწვრთნელის რანგში, რაც სარეკორდო მაჩვენებელია - გვამცნობს „სიტის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

გვარდიოლამ ლეს მაკდოუელს აჯობა, რომელმაც 13 წლის განმავლობაში 220-ჯერ მოაგებინა „სიტის.“

„ვამაყობ „სიტიში“ მუშაობით. შეიძლება ფინალები წავაგოთ, მაგრამ ჩვენს თავს, სტილს არ ვღალატობთ და ყველა მატჩში ბოლომდე ვიხარჯებით.“ - ამბობს გვარდიოლა.

ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, „სიტიმ“ 303 მატჩი გამართა, 221 შეხვედრა მოიგო, 37 ფრედ დაასრულა და 45 წააგო.

0.116616