ფეხბურთი

15:56 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "ენერგიას ვერ დავხარჯავ ისეთ საკითხზე, რისი კონტროლიც არ შემიძლია"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მის მომავალთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრა. ნიდერლანდელი სპეციალისტის განცხადებით, ამ თემაზე ენერგიის დახარჯვას არ აპირებს.

„მე არ შემიძლია რაიმე ვთქვა ამ თემაზე, რადგან პრესა დიდი ხანია არ წამიკითხავს. ვიცი ჭრების შესახებ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მატჩების მოსაგებად. დანარჩენი ჭორებია, სახელებს ასახელებენ. მე არ ვაპირებ ენერგიის დახარჯვას ისეთ საკითხზე, რისი გაკონტროლებაც არ შემიძლია“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია კუმანის შესაძლო დათხოვნაზე და მისი პოტენციური შემცვლელების გვარების შესახებაც დაიწერა.

0.118544