ფეხბურთი

0:20 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტიტემ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ოქტომბერში გასამართი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ტიტემ არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე გააკეთა:

მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), ვევერტონი (პალმეირასი)

მცველები: დანილო (იუვენტუსი), ემერსონი (ტოტენჰემი), ალექს სანდრო (იუვენტუსი), გილერმე არანა (ატლეტიკო მინეირო), ტიაგო სილვა (ჩელსი), მარკინიოსი (პსჟ), ედერ მილიტაო (რეალი), ლუკას ვერისიმო (ბენფიკა)

ნახევარმცველები: კაზემირო (რეალი), ფაბინიო (ლივერპული), ჟერსონი (მარსელი), ევერტონ რიბეირო (ფლამენგო), ფრედი (მანჩესტერი), ლუკას პაკეტა (ლიონი), ედენილსონი (ინსტენასიონალი)

თავდამსხმელები: გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი), ანტონი (აიაქსი), რაფინია (ლიდსი), გაბი (ფლამენგო), მათეუს კუნია (ატლეტიკო), ნეიმარი (პსჟ), ვინისიუსი (რეალი)

ბრაზილიის ნაკრები, რომელიც შესარჩევ ციკლს უდანაკარგოდ, ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს, 8 ოქტომბერს ვენესუელას ესტუმრება, ხოლო 11 ოქტომბერს, კოლუმბიას ასევე გასვლაზე დაუპირისპირდება.

0.117009