ფეხბურთი

22:39 | 24.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა "ბარსელონას" მტავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. "ბლაუგრანას" თავკაცი მსაჯმა "კადისთან" მატჩის დროს მოედნიდან გააძევა, ხოლო კომიტეტმა მსაჯის შეურაცყოფისთვის კიდევ ორი მატჩით დასაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილების გამო ნიდერლანდელი სპეციალისტი "ლევანტესთან" და "ატლეტიკოსთან" შეხვედრებს გამოტოვებს. სადისციპლინო კომიტეტმა ასევე არ გაითვალისწინა "ბარსას" საჩივარი ფრენკი დე იონგის მეორე ყვითელთან დაკავშირებით. ნიდერლანდელმა მეექვსე ტურის შეხვედრაში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ფრენკი "ლევანტესთან" შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

0.154619