სხვა

1:40 | 24.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ის ოლიმპიური კომიტეტი პეკინის თამაშებისთვის კოვიდზე აცრას სავალდებულოს გახდის

შეერთებული შტატების ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტი (USOPC) აცხადებს, რომ ყველა ათლეტს, რომლებიც პეკინის ზამთრის თამაშებზე გამოსვლას აპირებს, კორონავირუსზე სავალდებულო აცრის გაკეთება მოუწევს.

უფრო მეტიც, კომიტეტის განცხადებით, აცრა სავალდებულო იქნება ოლიმპიური დელეგაციის ყველა წევრისთვის, მათ შორის, მწვრთნელების, სამედიცინო და დამხმარე პერსონალისთვის. ვაქცინაცია ასევე სავალდებულო იქნება იმ სავარჯიშო ბანაკების თანამშრომლებისთვისაც, სადაც ამერიკელი ათლეტები, ოლიმპიადისთვის მზადების ეტაპს გაივლიან.

USOPC ასევე აცხადებს, რომ ათლეტებს და ოლიმპიური გუნდის სხვა წევრებს, საშუალება ექნებათ, თავი აარიდონ ვაქცინაციის ვალდებულებას. ოღონდ, ამისთვის შესაბამისი სამედიცინო ან რელიგიური დასაბუთების წარდგენა დასჭირდებათ.

ჩრდილოეთ ამერიკის სპორტის არცერთი სახეობის ლიგა არ მოითხოვს სავალდებულო ვაქცინციას. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილეებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია არ დაუწესებია. არადა, ოლიმპიადის ერთი წლით გადატანის შემდეგ, ასეთი რამ მოსალოდნელი იყო.

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4 თებერვალს დაიწყება.

0.148988