ფეხბურთი

21:55 | 23.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩხუბი ფეხბურთელებს შორის ეროვნულ ლიგა 2-ში (+VIDEO)

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მატჩში „გაგრამ“ „სიონს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს (1:1).

53-ე წუთზე კი გურამ სამუშიასა და ლაშა უგრეხელიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ფეხბურთელები წაკინკლავდნენ, ჯერ სამუშიამ დაარტყა უგრეხელიძეს, ხოლო შემდეგ საპასუხო დარტყმა მიიღო. საბოლოოდ, ორივე ფეხბურთელი გააძევეს.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ანგარიში სწორედ გურამ სამუშიამ გახსნა, ხოლო ჩხუბამდე ორი წუთით ადრე გიორგი ივანიაძემ გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

0.148408