ფეხბურთი

18:33 | 23.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ბენზემა არის თავდამსხმელი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კარიმ ბენზემას შესახებ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ის არის თავდამსხმელი, რომელიც არა მარტო გოლებს იტანს, არამედ ყველაფრის გაკეთება შეუძლია.

„კარიმი მშვენიერ ფორმაშია, მან უკვე გაიტანა რვა გოლი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ასევე კარგად თამაშობს გუნდისთვის და საგოლე პასებს აკეთებს. ის არ არის მხოლოდ გოლეადორი, არამედ ყველაფრისშემძლე თავდამსხმელი. როდესაც კარიმს დასვენება დასჭირდება, შანსს იოვიჩ მიიღებს. მან კარგად ითამაშა „მალიორკასთან“ და „ვალენიასათან“. როდესაც ბენზემა ხელმისაწვდომი არ იქნება, შანსს ლუკა მიიღებს“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, კარიმ ბენზემამ მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ლა ლიგის ექვს ტურში 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა.

0.149993