ფეხბურთი

15:23 | 23.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ქალ ფეხბურთელთა ევრო 2022-ის საპრიზო ფონდი გააორმაგა

უეფამ ინგლისში გასამართი ქალ ფეხბურთელთა ევრო 2022-ის საპრიზო ფონდი გაზარდა - გვამცნობს ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

წყაროს ინფორმაციით, ტურნირის, რომელშიც 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, საპრიზო ფონდი 16 მილიონი ევრო გახდება, რაც ზუსტად ორჯერ მეტია, ვიდრე წინა ჩემპიონატისა, რომელიც 2017 წელს გაიმართა ნიდერლანდებში და მასპინძელთა გამარჯვებით დამთავრდა.

შეგახსენებთ, რომ ქალთა ევროპის ჩემპიონატები. კაცთა ტურნირების მსგავსად, ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება.

0.120406