ფეხბურთი

14:26 | 23.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ ტიერი ანრის კანდიდატურასაც განიხილავს

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ახლო წარსულში გუნდის ლეგენდარული თავდამსხმელის, ტიერი ანრის, მთავარ მწვრთნელად დანიშვნის ვარიანტს განიხილავს - წერს Mundo Deportivo. წყაროს ცნობით, კატალონიელები ანრის გადაბირებას 2017 წელსაც ცდილობდნენ, მაგრამ მაშინ მას ერნესტო ვალვერდე არჩიეს.

რაც შეეხება ანრის, ის მართლაც დიდებული ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ სამწვრთნელო კარიერაში ჯერ არაფრისთვის მიუღწევია. მისი ბოლო სამუშაო ადგილი კანადური „მონრეალ იმპექტი“ გახლდათ, საიდანაც წლეულს თებერვალში წამოვიდა ოჯახური პრობლემების მიზეზით.

2018 წლის ოქტომბერში „მონაკო“ ჩაიბარა. მალევე ფეხბურთელების ჯგუფთან კონფლიქტისთვის დროებით ჩამოაშორეს საქმიანობას, მალევე კი ცუდი შედეგების გამო დაითხოვეს.

ერთი ხანი ანრი ბელგიის ნაკრებში მთავარი მწვთნელის ასისტენტად მუშაობდა.

0.133471