ფეხბურთი

13:48 | 23.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

სულშერმა განმარტა, რატომ არ ათამაშა რონალდუ „ვესტ ჰემთან“ სათასო მატჩში

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ულე-გუნარ სულშერმა, ჟურნალისტებს განუმარტა, რატომ არ ათამაშა კრიშტიანუ რონალდუ „ვესტ ჰემთან“ ლიგის თასის მესამე რაუნდის მატჩში, რომელიც მანკუნიანელებმა 0:1 წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ.

„ჯერ კიდევ გასულ კვირას გადავწყვიტეთ, რომ სათასოდ შემადგენლობაში ცვლილებებს შევიტანდით. აუცილებელი იყო სხვა ფეხბურთელებისთვისაც მიგვეცა სათამაშო პრაქტიკა, მაგალითად ალექს ტელესისთვის, რომელიც უკვე მზადაა საბრძოლველად.

წინ ხანგრძლივი სეზონია. კრიშტიანუმ ჩვენთან გადმოსვლის შემდეგ, უკვე დიდი გავლენა მოახდინა გუნდზე. მას ყიველთვის თამაში უნდა, მაგრამ ეს შეუძლებელია. საბოლოო მიზნის მისაღწევად შემადგენლობის როტაციაა საჭირო. აუცილებელია ფეხბურთელებს შორის დრო გონივრულად განაწილდეს.“ - ციტირებს ნორვეგიელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports.

0.144524