ავტოსპორტი

17:40 | 22.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

„პირელის“ ახალი საბურავები უნებურად „მერსედესს“ დაეხმარა

აზერბაიჯანის რბოლისას, საბურავებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, „პირელიმ“ უფრო მკვრივი უკანა საბურავები შეიმუშავა. იტალიური კომპანიის გათვლა ის იყო, რომ ამით მხოლოდ გამძლეობა გაუმჯობესდებოდა და საბურავების მახასიათებლები არ შეიცვლებოდა. მაგრამ როგორც ჩანს, ასე არაა.

ცნობილი ჟურნალისტი პიტერ უინძორი ამბობს, რომ ახალმა უკანა საბურავებმა „მერსედესს“ „რედ ბულთან“ ჩამორჩენის შემცირების საშუალება მისცა.

„რედ ბული ხუთი წელი ხვეწდა უკანა დიფუზორს და საკიდარს, რათა სასურველი აეროდინამიკური ეფექტისთვის მიეღწია. მერსედესი კი ამ მიმართულებით ბევრს არ მუშაობდა, რადგან ამ მიმართულებით, განვითარების ნაკლებ პოტენციალს ხედავდა. და როდესაც პირელიმ ახალი საბურავები დაამზადა, ამან მერსედესის სასარგებლოდ იმუშავა. რედ ბულისთვის კი პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა“, - ყვება უინძორი და დასძენს:

„პირელის უბრალდ, უფრო მკვრივი საბურავების შექმნა სურდა, რათა მათი დაზიანების ალბათობა შეემცირებინა. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამით მერსედესს საქმე გაუადვილა. რედ ბულის ფანები ალბათ იტყვიან, რომ ეს უსამართლობაა. მაგრამ პირელის პასუხი იქნება, რომ მათ სულ სხვა მოტივაცია ამოძრავებდა და რომ ასეთი შედეგები მათი პრობლემა არაა“.

0.143236