ფეხბურთი

11:32 | 22.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარკოს ალონსო: "აღარ ჩავიმუხლები, ეს ჩემი არჩევანია"

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელმა მარკოს ალონსომ მატჩის წინ ჩამუხვლაზე, რაც რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება უარი თქვა.

პრემიერლიგის ბოლო ტურში მისი თანაგუნდელები და მეტოქეებიც ჩაიმუხლნენ, მაგრამ ესპანელმა ეს არ გააკეთა და შემდეგ განმარტებაც გააკეთა.

„მირჩევნია ასე მოვიქცე, ეს ჩემი არჩევანია. მე სრულად მხარს ვუჭერ რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ ამიერიდან აღარ ჩავიმუხლები“, - თქვა ალონსომ, რომელსაც მხარდაჭერა ლონდონური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმაც დაუჭირა და აღნიშნა, რომ ეს ფეხბურთელის არჩევანია და ის თავისუფალია.

0.122484