ფეხბურთი

10:49 | 21.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: „მადლობა გუნდს ბოლო წუთამდე ბრძოლისთვის“

ესპანური პრიმერას მე-5 ტურში, „გრანადასთან“ სტუმრად ნათამაშევი ფრის შემდეგ (1:1), „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„მადლობას ვუხდი გუნდს ბოლო წუთამდე ბრძოლისთვის. „გრანადამ“ მე-2 წუთზე გაგვიტანა და მერე დროის გაწელვა დაიწყო.

ბევრი ენერგია შევალიეთ და მაინც გავათანაბრეთ ანგარიში. მართალია, მეტი გვინდოდა, მაგრამ სულ არაფერს ერთი ქულაც ჯობს.

ყოველთვის უნდა ვეცადოთ საკუთარ სტილში თამაშს, მაგრამ თუ სიტუაცია მოითხოვს, სწრაფად გადაწყობაც უნდა შეგვეძლოს.“ - ციტირებს კუმანის სიტყვებს Marca.

0.169301