ჩოგბურთი

23:46 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მერვედფინალში გავიდა

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ნიკოლოზი 1/16 ფინალში რეიტინგის 78-ე ნომერ, იტალიელ ჯანლუკა მაგერს დაუპირისპირდა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე, საათნახევარში დაამარცხა.

ბასილაშვილმა პირველი სეტი 6:3 მოიგო, მაგრამ გაცილებით დაძაბული გამოდგა მეორე სეტი, რომლის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ჩვენებურმა 7:5 იმარჯვა და საბოლოოდ თამაში 6:3, 7:6 მოიგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მერვედფინალში ალეხანდრო დავიდოვიჩი ფოკინასა და ჟილ სიმონს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - ჯანლუკა მაგერი 2:0 (6:3, 7:6)

0.169986