ფეხბურთი

23:13 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" "სამგურალთან" რიცხობრივ უმცირესობაში ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტური თბილისის „ლოკომოტივისა“ და „სამგურალის“ მატჩით დასრულდა. ორივე გუნდი ევროზონაში მოსახვედრად იბრძვის და ამიტომაც, სასწორზე ძვირფასი 3 ქულა იდო.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარში შესანიშნავი თამაში გაჩაღდა. 52-ე წუთზე პაპუნა ფონიავას გოლით სოსო ფრუიძის გუნდი დაწინაურდა, ხოლო 5 წუთში ადამა ვადიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „ლოკომოტივი“ კაცნაკლული დარჩა. დანიშნული ჯარიმა კი გოლად გიორგი თევზაძემ აქცია და ულამაზესი გოლით სხვაობა ორამდე გაზარდა.

თითქოს, „სამგურალს“ საქმე გამარჯვებამდე უნდა მიეყვანა, რადგან ორბურთიანი და რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა. თუმცა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ყველა დაბრკოლება დაძლია და ქულა მაინც გადაარჩინა. 70-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა შეამცირა, სხვაობა, ხოლო 9 წუთში ულად-ომარ იმრანმა წონასწორობა აღადგინა. ერთ წუთში მოედანზე ფეხბურთელთა რაოდენობაც გათანაბრდა ლუქმან გილმორის გაძევების შემდეგ.

„ლომომოტივი“ 37 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „სამგურალს“ 34 ქულა აქვს და მეექვსე საფეხურზე იმყოფება.

„ლოკომოტივი“ – „სამგურალი“ 2:2 (0:0)

გოლები: 0:1 ფონიავა (52), 0:2 თევზაძე (58), 1:2 გავაშელიშვილი (70), 2:2 იმრანი (79)

0.143796