ფეხბურთი

16:33 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კანისარესი: "მამარდაშვილს ორი ვარიანტი ჰქონდა, გოლში მისი დანაშაული არ არსებობს"

ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარე სანტიაგო კანისარესმა გიორგი მამარდაშვილზე კომენტარი გააკეთა და კარიმ ბენზემას „ვალენსიასთან“ გატანილი გოლი გაანალიზა. ვეტერანი კიპერი ფიქრობს, რომ ასეთ მომენტში მეკარეს ორი არჩევანი აქვს, მაგრამ ბურთის მოგერიების შანსი - ძალიან ცოტა.

კანისარესის თქმით, კარიდან გამოსვლით მამარდაშვილმა ბენზემას დისკომფორტი შეუქმნა და მასზე რამის დაბრალება არ შეიძლება.

„თუ მამარდაშვილი კარში დარჩებოდა, გოლი 95%-ით მაინც გავიდოდა. გამოსვლით მას შეეძლო იმის გაკეთება, რაც გააკეთა - ბენზემას დისკომფორტი შექმნა, რომელსაც გოლის მხრით გატანა მოუწია. ეს გოლი ვინისიუსის დამსახურებაა. ცენტრალურ ზონაზე პასუხისმგებელნი ცენტრალური მცველები და მეკარე არიან, ეს უპირატესობას თავდამსხმელს ანიჭებს, რომელიც არაფერს კარგავს, ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რომ გოლი გაიტანოს. მეკარეს ორი ვარიანტი აქვს: დარჩეს კარში და ძალიან ცოტა რამის გაკეთებას თუ მოახერხებს, ან გამოვიდეს კარიდან სასოწარკვეთილი იმის შიშით, რომ მის წინ ბურთს ვინმე შეეხება და გოლი გავა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მეკარეს რაიმე დავაბრალოთ“, - თქვა კანისარესმა.

შეგახსენნებთ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში მიმდინარე სეზონში ხუთი მატჩი ჩაატარა, ორჯერ კარი მშრალად შეინახა და 4 გოლი აქვს გაშვებული. აღსანიშიშნავია, რომ გიორგიმ „მესტალიაზე“ პირველად გაუშვა გოლები და აქამდე მშრალი სერია ჰქონდა. „ვალენსია“ 10 ქულით მესამე ადგილზეა და 22 სექტემბერს, „სანჩეს პისხუანზე“ „სევილიას“ ესტუმრება.

0.152101