ფეხბურთი

12:05 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "არა ხარისხით, არამედ გუნდური სულისკვეთებით მოვიგეთ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ვალენსიასთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა არა მაღალი ხარისხის, არამედ გუნდური სულისკვეთების გამო მოიგო და ბოლომდე იბრძოლა.

„მე მყავს გუნდი, რომელიც კარგადაც თამაშობს და ცუდადაც. პირველ ტაიმში კარგად არ გვითამაშია, შემდეგ კი ანგარიშში ჩამოვრჩით. როდესაც ხარვეზები გაქვს, კონტროლირებადი ხარ. მეორე ნახევარში უკეთესები ვიყავით. „ვალენსია“ კარგ ფორმაშია და კარგი სერია ჰქონდა, ჩვენ კი ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ ვითამაშეთ და ეს თავიდან იგრძნობოდა.

გაგვიმართლა, რომ ვინისიუსი და ბენზემა გვყავს, მაგრამ ყველას გამო ბედნიერი ვარ. აზარი კარგია, კამავინგა კარგია. სამივე თავდამსხმელმა ფანტასტიკურად ითამაშა, მეორე ტაიმში კი, როცა თამაში გავაკონტროლეთ, ისინი ძალიან საშიშები გახდნენ. აზარმა ძალიან კარგად ითამაშა, ის შესანიშნავად მოქმედება. ვინც შეცვლაზე შევიდა, ყველამ კარგად ითამაშა, ისკომ, კამავინგამ, იოვიჩმა და როდრიგომ მატჩის დინამიკა შეცვალეს. ხუთი შეცვლით გვაქვს უპირატესობა, რადგან ძალიან მაღალი ხარისხის გუნდი გვყავს.

თუმცა, არა ხარისხის გამო, არამედ დაუოკებელი გუნდური სულისკვეთებით გავიმარჯვეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ. საკმაოდ ახალგაზრდა გუნდი გვყავს და მე ვიქნები პირველი, ვინც ვიტყვი, რომ არ ვაჩვენებთ საოცარ ფეხბურთს და რომ ბურთის გარეშე უფრო აგრესიულად უნდა ვიმოქმედოთ“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, მადრიდის „რეალი“ ლა ლიგას 13 ქულით ლიდერობს და ზედიზედ 18 მატჩია ლა ლიგაში სტუმარ არ დამარცხებულა, რითაც პირადი რეკორდი გაიმეორა.

0.14968