კალათბურთი

23:49 | 19.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 9 მოხსნა ფინალში: ცსკა-მ VTB ლიგის სუპერთასი მოიგო

მოსკოვის ცსკა-მ სეზონი ტიტულით დაიწყო და VTB ლიგის სუპერთასი მოიგო. დიმიტრის იტუდისის გუნდმა ფინალში სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი“ 81:73 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 17:59 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 7 ქულა, 9 მოხსნა (საუკეთესო მაჩვენებელი შეხვედრაში და 6 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო უილ კლაბერნი იყო, რომელმაც 18 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა.

შეგახსენებთ, ცსკა-მ სუპერთასის ნახევარფინალში „ლოკომოტივ ყუბანი“ დაამარცხა.

0.14649