ფეხბურთი

18:19 | 19.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "ბაიერნთან" 2:8 წავაგეთ მესისთან და გრიზმანთან ერთად, ახლა ბალდე და დემირით დავმარცხდით"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა თავის მომავალთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ნიდერლანდელი სპეციალისტი „ბარსასთან“ ერთად გამარჯვებაზე ფიქრობს და მომავლის არ ეშინია.

„მომავლის არ მეშინია. ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებებს. მე რეალისტი ვარ. ერთი წლის წინ „ბაიერნთან“ 2:8 წავაგეთ, შემადგენლობაში იყვნენ მესი, გრიზმანი და სუარესი. ახლა ჩვენ დავმარცხდით ახალგაზრდა ბალდესთან, დემირთან და მინგესასთან ერთად.

არ ვნანობ, რომ „ბარსელონაში“ ჩამოვედი. დღევანდელი მდგომარეობა რთულია ჩემთვის, კლუბისთვის და ყველა კატალონიელესთვის. ბევრი რაღაც გვაკლია, გუნდისთვის საუკეთესო გვინდა. აქ ყოფნა მინდოდა, მაგრამ ასეთ პრობლემებს არ ველოდი, განსაკუთრებით ასეთ ფინანსურ მდგომარეობას. მიუხედავად ამისა, აქ გამარჯვება მინდა. გუნდში სერიოზული ცვლილებები მოხდა, ტრავმებიც გვაქვს და ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს.

მხოლოდ გამარჯვებებს აქვს მნიშვნელოვანია, მაგრამ „ბაიერნთან“ მატჩის შემდეგ მხოლოდ ჩემს მომავალზე არ უნდა ვპასუხობდე კითხვებს. არმგონია ეს ნორმალური იყოს, უმჯობესია ენერგია სხვა რამეზე დავხარჯოთ“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ ლა ლიგის მეხუთე ტურში 20 სექტემბერს, „გრანადას“ დაუპირისპირდება.

0.145043