ფეხბურთი

22:26 | 18.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

დეპაი კუმანთან მუშაობით კმაყოფილია

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, მემფის დეპაიმ, ჟურნალისტებს მთავარ მწვრთნელთან, რონალდ კუმანთან ურთიერთობის შესახებ უამბო.

„კუმანს კარგად ვიცნობ, რადგან მასთან ნიდერლანდების ნაკრებშიც ვთამაშობდი. მჯერა მისი ფილოსოფიის და სათამაშო სტილისა.

ახლა ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ვიმედოვნებ, მალე გამოვსწორდებით. ამისათვის მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო.

მთავარია, რომ მყავს მწვრთნელი, რომელიც თავისუფლებასაც მანიჭებს და თავდაჯერებასაც მმატებს.“ - ციტირებს დეპაის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

0.119552