ფეხბურთი

21:46 | 18.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლანსი“ – „ლილი“ გულშემატკივართა შორის მომხდარი არეულობის გამო შეწყდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურის მატჩში, „ლანსმა“ „ლილს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა, ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე პოლონელმა ფორვარდმა, პშემისლავ ფრანკოვსკიმ გაიტანა.

თუმცა შეხვედრა მეორე ტაიმის დასაწყისში გულშემატკივართა შეხლის გამო, გარკვეული დროით შეწყდა.

შესვენების დროს „ლანსის“ ფანებმა მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგების სექტორში შეღწევა სცადეს, რასაც არეულობა მოჰყვა, თუმცა სამართალდამცავებმა წესრიგი მალე დაამყარეს და მატჩი გაგრძელდა.

„ლანსმა“ „ლილს“ შინ 2006 წლის შემდეგ პირველად მოუგო.

თეგებილანსილილი
0.161523