ფეხბურთი

20:12 | 18.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ „ბოხუმი" გაანადგურა

მიუნხენში, „ალიანც არენაზე,“ ბუნდესლიგის მე-8 ტურის მატჩში, „ბაიერნმა“ „ბოხუმს“ უმასპინძლა და 7:0 გაანადგურა.

დუბლი მიითვალა იეზუა კიმიხმა, თითოც: ლეროი სანემ, სერჟ გნაბრიმ, რობერტ ლევანდოვსკიმ და ერიკ შუპო-მოტინგმა გაიტანეს.

ერთიც საკუთარ კარში კონსტატინოს-ვასილიოს ლამბროპულოსმა შეაგდო.

„ბაიერნმა“ 13 ქულა მოაგროვა და გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზეა. სამქულიანი „ბოხუმი“ კი მე-17 ადგილზე დგას.

0.172697