ფეხბურთი

18:40 | 18.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" იანვარში სტერლინგის იჯარით დამატებას ეცდება

კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო პერიოდში „მანჩესტერ სიტისა“ და ინგლისის ნაკრების შემტევის, რაჰიმ სტერლინგის გადაბირებას ეცდება.

ბრიტანული მედიის ცნობით, ესპანელებს ინგლისელი ფეხბურთელის დამატება იჯარით სურთ. აღსანიშნავია, რომ სტერლინგი პეპ გვარდიოლას გეგმებში არ შედის და მას ძირითადი შემადგენლობის წევრად აღარ განიხილავს, რამაც შესაძლოა, ტრანსფერის განხორციელებას ხელი შეუწყოს.

მიმდინარე სეზონშ სტერლინგმა 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ის „მანჩესტერ სიტიში“ 2015 წლიდან თამაშობს და 297 შეხვედრაში 115 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ლივერპულში“ ირჯებოდა, რომლის მაისურით 129 თამაშში მეტოქეები 23-ჯერ დაამწუხრა.

0.146968