ფეხბურთი

20:57 | 17.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე მარიო გიოტცე გამოარჩიეს (+VIDEO)

ევროპა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ გულშემატკივრებმა პსვ-ს შემტევი ნახევარმცველი მარიო გიოტცე დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გიოტცემ პირველ ტურში "სოსიედადთთან" შინ ჩატარებულ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში მარიომ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ხუთი გოლით და ოთხი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.152291