ფეხბურთი

16:20 | 17.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო 2:2 საბერძნეთი - მეორე მატჩი 18 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, რუსთავის აკადემიაში ამხანაგური მატჩი ბერძენი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარა. შეხვედრას გიორგი ჩიტაურის გუნდი - 0:2-ს აგებდა, თუმცა საბოლოოდ ვაჟთა ნაკრებმა მატჩის შემობრუნება შეძლო და ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

ბერძენთა კარში პირველი გოლი, სტანდარტული სიტუაციიდან გივი ხაჩიძემ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი გუნდის კაპიტანს, გაბრიელ სიგუას ეკუთვნის, რომელმაც მატჩის მიწურულს, 92-ე წუთზე შეძლო მეტოქის კარის აღება და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მეორე ამხანაგურ მატჩს, 17-წლამდელები ისევ საბერძნეთის წინააღმდეგ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 18 სექტემბერს ჩაატარებენ. მატჩი 12:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს, სფფ-ის Youtube-ის არხი შემოგთავაზებთ.

საქართველო: კოპალიანი - სადღობელაშვილი, ხარჩილავა, ნარიმანიძე, ტაბატაძე - სიგუა, ხაჩიძე, პარკაძე, ცეცხლაძე - პარკინაშვილი.

გოლები: 1:2 - ხაჩიძე (81), 2:2 - სიგუა (90+2)

nakrebi.ge

0.154652