ფეხბურთი

10:54 | 17.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" დირექტორთა საბჭომ კუმანის გათავისუფლება მოითხოვა

კატალონიის „ბარსელონას“ დირექტორთა საბჭოს რამდენიმე წევრმა რონალდ კუმანის სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა. ინფორმაციას As-ი ავრცელებს.

ნიდერლანდელი სპეციალისტის მუშაობით კლუბში კმაყოფილები არ არიან და გამორიცხული არაფერია. პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ საბჭოს წევრების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მაგრამ კუმანის მომავალზე უკვე ისიც ფიქრობს. ლაპორტას არ სურს, რომ კონტრაქტის გაწყვეტის გამო კუმანს კომპენსაცია გადაუხადოს და კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი მისი შემცვლელია, რომლის მოძებნა კლუბს შესაძლოა, გაუჭირდეს.

მიუხედავად ამისა, კუმანის გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში რჩება და ბევრი რამ დამოკიდებული უახლოეს მატჩებზე იქნება.

„ბარსელონამ“ ლა ლიგის სამ შეხვედრაში 7 ქულა მოიპოვა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ შინ უშანსო წაგებამ (0:3) „ბლაუგრანას“ პრობლემები ნათლად წარმოაჩინა.

0.14989