ფეხბურთი

14:48 | 17.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი ბუნდესლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

გერმანიის ბუნდესლიგის აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად „დორტმუნდის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი დასახელდა. ამის შესახებ ლიგის ვებგვერდი იტყობინება.

21 წლის ნორვეგიელმა აგვისტოში გერმანიის ჩემპიონატში სამ მატჩში სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასიც გააკეთა, „ყვითლებმა“ კი ხსენებული შეხვედრებიდან ორი მოიგეს და ერთი - წააგეს.

აქვე გეტყვით, რომ „დორტმუნდი“ ბუნდესლიგაში ოთხი ტურის შემდეგ 9 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება.

0.161952