ფეხბურთი

16:58 | 16.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" გერმანელი ფეხბურთელი დაიმატა

თბილისის „საბურთალოს“ ღირსებას გერმანელი ნახევარმცველი სიმონ სეფერინგსი დაიცავს. 26 წლის ფეხბურთელმა დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

სეფერინგსი ბოლოს აახენის „ალემანიაში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „გარხინგში“, „მიუნხენ 1860“-სა „ჰაიმშტეიტენში“ ირჯებოდა.

გერმანელმა ფეხბურთელმა კარიერა მიუნხენის „ბაიერნის“ აკადემიაში დაიწყო, სადაც 2014 წლამდე დარჩა და შემდეგ „რეკორდმაისტერის“ სტრუქტურა დატოვა.

0.146168