ფეხბურთი

14:46 | 16.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი, შესაძლოა, სექტემბრის ბოლომდე გაათავისუფლონ

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, შესაძლოა, თანამდებობიდან სექტემბრის ბოლომდე დაითხოვონ - გვამცნობს Cuatro.

სექტემბერში „ბარსელონა“ ოთხ მატჩს გამართავს: „გრანადასთან,“ „კადისთან,“ და „ლევანტესთან“ პრიმერაში და „ბენფიკასთან“ ჩემპიონთა ლიგაზე. თუ შედეგი დადებითი არ იქნა, დიდი ალბათობით, ნიდერლანდელ სპეციალისტს კარისკენ მიუთითებენ.

კუმანს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

0.152914