ფეხბურთი

12:49 | 16.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ გორეცკას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

მიუნხენის „ბიერნმა“ გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს, ლეონ გორეცკას, 2026 წლამდე გაუხანგრძლივა ხელშეკრულება - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

გერმანული მედია წერდა, გორეცკას ხელფასი „რეკორდმაისტერში“ წელიწადში 12-15 მილიონი ევროაო. მაგრამ ოფიციალური წყარო კონტრაქტის ფინანსურ მხარეზე არაფერს ამბობს.

გასულ სეზონში გორეცკამ „ბაიერნის“ მაისურით ყველა ტურნირში 32 მატჩი ჩაატარა, 8 ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე პასი მიითვალა. „ბაიერნში“ ის 2018 წლიდან თამაშობს.

0.149224