ფეხბურთი

20:10 | 13.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძეს მუხლის ტკივილი ისევ აწუხებს და უცნობია როდის დაბრუნდება

„დინამო თბილისის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ისევ ტრავმირებულია. მან დაახლოებით ორი კვირის წინ ვარჯიში დაიწყო, მაგრამ მუხლის ტკივილის გამო, საწვრთნელ პროცესში ჩართვას ისევ ვერ ახერხებს. ამის შესახებ „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ განაცხადა.

„ჯანოს რამდენიმე დღის წინ მუხლი ისევ ატკივდა. მიმდინარეობს გამოკვლევა თუ რა დონეზეა და ამ ეტაპზე გაჩერდა. იმის თქმაც არ შეგვიძლია, როდის შეიძლება გუნდს შეუერთდეს. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ძალიან დიდი ძალაა, როგორც „დინამო თბილისისთვის“, ისე საქართველოს ნაკრებისთვის თუ ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს. 10 დღის უკან, როცა მან ვარჯიში დაიწყო, ძალიან დიდი იმედით ვიყავით, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მუხლი ისევ ატკივდა და გამოკვლევას უნდა დაველოდოთ“, - განაცხადა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე „დინამო თბილისს“ ზამთარში შეუერთდა და დღემდე ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.14754