ფეხბურთი

1:11 | 13.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 5 გოლით და ბენზემას ჰეთ-თრიქით დაბრუნდა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის მეოთხე ტურში მადრიდის "რეალმა" სეზონში პირველი საშინაო მატჩი ჩაატარა და ვიგოს "სელტას" უმასპინძლა. 2020 წლის მარტის შემდეგ პირველად "სამეფო კლუბმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ითამაშა და გულშემატკივარს სპექტაკლი შესთავაზა.

პირველი ტაიმი "სელტამ" 2:1 მოიგო, მაგრამ შესვენების შემდეგ კარლო ანჩელოტის შეგირდების შეჩერება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ჰეთ-თრიქი მიითვალა ქარიმ ბენზემამ, რომელმაც სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო და 4 ტურში 5 გოლთან ერთად 4 საგოლე პასი აქვს. მიმდინარე საუკუნეთში "რეალის" მეორე ფეხბურთელია კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, ვინც საწყის 4 ტურში 9 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა. მადრიდულ გრანდში დაუვიწყარი დებიუტი ჰქონდა ედუარდო კამავინგას, რომელიც მოედანზე შევიდა და 6 წუთში გოლი გაიტანა.

საბოლოოდ, მადრიდის "რეალმა" "სელტას" 5:2 მოუგო და "სანტიაგო ბერნაბეუზე" წელიწადნახევრის შემდეგ დაბრუნება იდეალურად აღნიშნა. ანჩელოტის გუნდს 10 ქულა აქვს, ისევე როგორც "ატლეტიკოსა" და "ვალენსიას".

0.120846