ფეხბურთი

23:06 | 12.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" ქულები დაკარგა, მაგრამ "დინამო თბილისთან" უპირატესობა გაზარდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტური თბილისის „საბურთალოსა“ და „დინამო ბათუმის“ მატჩით დასრულდა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

ანგარიში ძალიან სწრაფად გაიხსნა. მეორე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა გიორგი გოჩოლეიშვილის შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბათუმელები დააწინაურა. „საბურთალომ“ კი მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრა, როდესაც იური ტაბატაძემ ეფექტური გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ვთქვათ, რომ „დინამო ბათუმი“ უპირატესობას ფლობდა და გოლის გატანის გაცილებით მეტი შანსი ჰქონდა, მაგრამ საგოლე მომენტები სათანადოდ ვერ გამოიყენა და ქულები დაკარგა.

მიუხედავად ამისა, „დინამო ბათუმმა“ „დინამო თბილისთან“ უპირატესობა ქულით გაზარდა და ახლა 3-ქულიანი ფორა აქვს, ხოლო „საბურთალო“ 36 ქულით მეხუთე ადგილზეა.

„საბურთალო“ – „დინამო ბათუმი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ჯოვინო (2), 1:1 ტაბატაძე (48)

0.164016