ფეხბურთი

20:14 | 12.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის 90 წუთი და "ვალენსიას" გამარჯვება ლა ლიგაში

ესპანეთის ლა ლიგის მეოთხე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ პამპლონაში „ოსასუნას“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა.

ქართველმა მეკარემ შეუცვლელად ითამაშა, გოლი მერვე წუთზე გაუშვა, თუმცა ბრალეულობის გარეშე. ამის შემდეგ „ვალენსიამ“ შესანიშნავად ითამაშა და მეტოქის კარში 4 უპასუხო გოლი გაიტანა.

62-ე წუთზე მამარდაშვილს დარკო ბრასანაჩმა გაუტანა, მაგრამ გოლი გაუქმდა. გიორგიმ თითქოს შეცდომა დაუშვა, ბრასანაჩმა მას ბურთი მოპარა, თუმცა მანამდე ბურთის ორივე ხელით დაფიქსირება მოასწრო და VAR-მა გოლი არ ჩათვალა. უნდა ითქვას, რომ ქართველმა ბურთი ხელებით არცთუ ძლიერად დააფიქსირა და მეტოქემ ამიტომაც ადვილად გააგდებინა ხელიდან. მთლიანობაში მას 1 სეივი ჰქონდა, როცა პირველი ტაიმის მიწურულს გადაარჩინა გუნდი.

შეგახსენებთ, „ვალენსიას“ 4 ტურში 10 ქულა აქვს, ხოლო მამარდაშვილმა ამ მატჩებში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. ხოსე ბორდალასის გუნდი მომდევნო ტურში მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.

0.163435