ძიუდო

18:29 | 12.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდო: საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა

ლუქსემბურგში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში ასპარეზობა გუნდურ პირველობაში გაიმართა და საქართველოს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

საქართველოს ნაკრები პირველი წრისგან თავისუფალი იყო და მეორე წრეში პორტუგალიის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში 4:3 მოუგო, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალი ქართველმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ნაკრებთან უშანსოდ, 1:4 წააგეს და ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძეს ბრძოლა, მაგრამ იქ უკვე ნიდერლანდების ნაკრები იყო უკეთესი (2:4) და საქართველომ ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, ინდივიდუალურ პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტებმა 5 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

0.154113