ფეხბურთი

12:52 | 11.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიაში" საპატიო დერეფანი გაუკეთეს

გიორგი მამარდაშვილი სანაკრებო პაუზის შემდეგ „ვალენსიაში“ დაბრუნდა და გუნდთან ერთად ლა ლიგის მეოთხე ტურისთვის ემზადება, რომელშიც „ლოს ჩე“ „ოსასუნას“ დაუპირისპირდება.

ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ პირველივე ვარჯიშზე „ვალენსიას“ ფეხბურთელებმა მამარდაშვილს საპატიო დერეფანი მოუწყვეს - მიზეზი ეროვნულ ნაკრებში დებიუტია. ეს ერთგვარი ტრადიციაა „ღამურების“ რიგებში და იგივე პატივი ერგო კარლოს სოლერს, რომელსაც დებიუტი ესპანეთის ნაკრებში ჰქონდა (მან გოლებიც გაიტანა, შვედეთთან და საქართველოსთან).

გიორგიმ კი საქართველოს ნაკრების მაისური პირველად ბულგარეთთან წაგებულ სპარინგში (1:4) მოირგო.

ამასობაში, ესპანური მედია დარწმუნებულია, რომ მამარდაშვილი „ოსასუნასთან“ კვლავ ძირითად შემადგენლობაში იქნება, ისე, როგორც წინა სამ ტურში. „ვალენსია“ პამპლონურ გუნდს 12 სექტემბერს ესტუმრება.

0.174697