თამაშგარე

14:30 | 10.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბოლივიელი ასულის ათწლიანი ბრძოლა

ბოლივიელმა ლამაზმანმა, სახელად იესიკა მუტონმა სრული ათი წელი იბრძოლა იმისათვის, რომ ბოლივიის სუსტი და უტიტულო საფეხბურთი ნაკრების თილისმის სტატუსი მიეღო და ეს, სხვა ასულებთან ფიცხელ, თავდაუზოგავ და რაც ესოდენ მნიშვნელოვანია, “სამკვდრო-სასიცოცხლო“ ბრძოლაში მოახერხა.

იესიკა მუტონი 2011 წელს მსოფლიო სამოდელო სამყარომ გამოარჩია და 18 წლის ასაკში “მის უნივერსის“ ტიტული მიანიჭეს, რაც სპორტულ, უფრო ზუსტად კი საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, ლამაზმანებისთვის დაახლოებით ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონობის ტოლფასია.

როგორც დასაწყისში გითხარით, იესიკას ამ წარმატებიდან მთელი ათი წლის ბრძოლა დასჭირდა იმისათვის, რომ ბოლივიის უსუსტესი საფეხბურთი ნაკრების თილისმად ეღიარებინათ. სამხრეთ ამერიკაში ეს წოდება მართლაც რომ ძალიან ბევრს ნიშნავს, თორემ ასეთი ჯგლეთა, ჯაჯგური და ტაციაობა არ იქნებოდა.

0.153553