ფეხბურთი

0:14 | 10.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" 560 დღის შემდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბრუნდება

მადრიდის „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ბრუნდება - 560 დღის შემდეგ! კარლო ანჩელოტის გუნდი 12 სექტემბერს, ვიგოს „სელტას“ სწორედ ლეგენდარულ სტადიონზე უმასპინძლებს.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ ბოლო მატჩი 2020 წლის 1 მარტს გაიმართა, როდესაც „რეალმა“ „ბარსელონას“ უმასპინძლა. პანდემიამ და დახურულმა სტადიონებმა მადრიდელთა არენაზე რეკონსტრუქციის სამუშაოების დაწყება დააჩქარა და წელიწადნახევარი „სამეფო კლუბი“ საკუთარ ბაზაზე, „ალფრედო დი სტეფანოს“ სახელობის სტადიონზე თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ „სელტასთან“ მატჩზე დასწრება ფანებსაც შეეძლებათ, მართალია, მაქსიმალური ზღვარი 48 000 გულშემატკივარია, მაგრამ მაინც აღსანიშნავი ფაქტია.

„რეალმა“ მიმდინარე სეზონში ლა ლიგის სამივე მატჩი სტუმრად ჩაატარა და 7 ქულა დააგროვა.

თეგებირეალი
0.120851