ფეხბურთი

19:30 | 9.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნში" ლევანდოვსკის შემცვლელზე უკვე ფიქრობენ

მიუნხენის „ბაიერნში“ არ გამორიცხავენ, რომ სეზონის ბოლოს რობერტ ლევანდოვსკიმ გუნდი დატოვოს, ამიტომაც მის შემცვლელზე მუშაობას უკვე იწყებენ.

Sport1-ის ცნობით, „რეკორდმაისტერში“ ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის დამატებას აპირებენ, როგორც პოლონელი ფორვარდის შემცვლელი. ვერნერს ძალიან კარგად იცნობს იულიან ნაგელსმანი, რომლებიც ერთად „ლაიფციგში“ მუშაობდნენ.

ვერნერმა გასულ სეზონში „ჩელსის“ რიგებში ყველა ტურნირზე 52 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი პასი გააკეთა. შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

0.117274