ფეხბურთი

17:46 | 9.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" ობამეიანგის შემცვლელს "სევილიაში" მიაგნო

ესპანური „სევილიას“ თავდამსხმელი იუსეფ ენ-ნესირი ლონდონის „არსენალის“ ინტერესის სფეროშია. ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება.

მაროკოელი ფეხბურთელი „მეთოფეებში“ პიერ-ემერიკ ობამეიანგის შემცვლელად მოიაზრება, რომელმაც შესაძლოა გუნდი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს.

მიმდინარე სეზონში ენ-ნესირმა „სევილიას“ მაისურით 3 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მისი სატრანსფერო ღირებულებამ 40 მილიონი ევროა.

0.150499