ფეხბურთი

10:24 | 9.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკმა ლიოვის მიღწევა გაიმეორა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-6 ტურში, გერმანიის ნაკრებმა ისლანდიას სტუმრად 0:4 მოუგო.

ახალი ბუნდესმწვრთნელისთვის, ჰანსი ფლიკისთვის, ეს მესამე მატჩი და მესამე გამარჯვება გამოდგა: ლიხტენშტაინთან - 2:0, სომხეთთან - 6:0 და ისლანდიასთან - 4:0. ჯამში -12:0.

ამისდაკვალად, ფლიკი მეორე მწვრთნელი გახდა ბუნდესნაკრების ისტორიაში, რომელმაც სამი სადებიუტო შეხვედრის მოგება მოახერხა გოლგაუშვებლად - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Opta.

მანამდე ეს მიღწევა იოაჰიმ ლიოვს ეკუთვნოდა, რომელიც გერმანელებს 2006-21 წლებში წვრთნიდა.

0.154162