ფეხბურთი

14:52 | 8.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო პსჟ-ზე: "5 წელი "გალაქტიკოში" ვითამაშე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგე"

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო „პარი სენ ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად მიიჩნევს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ვარსკვლავური შემადგენლობა გამარჯვებას ავტომატურად არ ნიშნავს.

„პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია, მაგრამ ფეხბურთში მოედანზე სხვა დეტალებია მნიშვნელოვანი. მე ხუთი წელი ვითამაშე „რეალში“, „გალაქტიკოში“, ჩემპიონთა ლიგა კი ვერ მოვიგე. გამარჯვება არასდროსაა მათემაკური, თუნდაც გუნდში საუკეთესო ფეხბურთელები გყავდეს და ეს პსჟ-საც ეხება“, - თქვა რონალდომ Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რონალდომ მადრიდის „რეალში“ 2002-007 წლებში ითამაშა და ამ პერიოდში „სამეფო კლუბის“ მაქსიმუმი ნახევარფინალი გამოდგა. ლეგენდარულ ბრაზილიელს ჩემპიონთა ლიგა არც სხვა კლუბების მაისურით მოუგია.

თეგებირონალდოპსჟ
0.13114