ფეხბურთი

14:30 | 8.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო ლიგები 10 სექტემბრიდან განახლდება

უწყებათაშორისმა სააკოორდინაციო საბჭომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით, დასაშვებია მაყურებლის გარეშე სპორტული ღონისძიებების ჩატარება. აღნიშნულ ღონისძიებებზე მონაწილეები დაიშვებიან სრულად ვაქცინირებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ ან ღონისძებამდე 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.



კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი 23-ე ტურიდან 12 სექტემბერს განახლდება. 23-ე ტურის ერთი შეხვედრა სამტრედია - ლოკომოტივი, ჩემპიონატის შეჩერებამდე 13 აგვისტოს გაიმართა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 კი, 10 სექტემბერს 23 ტურით განახლდება. 14 სექტემბერს დაგეგმილია ლიგა 3, ის ლიგა 4-ისა და რეგიონული ლიგის მატჩები.

შეგახსნებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 12 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო.

ELIGA.GE

0.150127