ფეხბურთი

13:00 | 8.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდებში 13 წლის ბავშვი მოედანზე შეჭრისთვის უმკაცრესად დასაჯეს

ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ 13 წლის ბიჭი, რომელიც ნიდერლანდებისა და მონტენეგროს მატჩის დროს მოედანზე შეიჭრა და მემფის დეპაისთან სელფი გადაიღო მკაცრად დასაჯა.

13 წლის ბიჭს სტადიონზე შესვლა 15 თვით აეკრძალა და 100 ევროთი დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად სასჯელი გაცილებით მკაცრი იყო - 5 წელი დისკვალიფიკაცია სტადიონიდან და 450 ევრო, მაგრამ გაითვალისწინეს, რომ 13 წლის ბიჭუნამ ცხოვრებაში პირველი დანაშაული ჩაიდინა.

ამინის გარდა, ამ მატჩში მოედაზნე დაახლოებით 15 გულშემატკივარი აღმოჩნდა და ყველა მათგანი დაისჯება.

შეგახსენებთ, ნიდერლანდების ნაკრებმა ეინდჰოვენში მონტენეგრო 4:0 დაამარცხა, ხოლო გუშინ ამსტერდამში თურქეთი 6:1 გაანადგურა.

0.119715