ფეხბურთი

21:43 | 7.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოსთან შანსს ახალი ფეხბურთელები მიიღებენ"

ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იასენ პეტროვმა საქართველოსთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. მან რა თქმა უნდა, ძირითადად მისი გუნდის შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ შანსს ახალ ფეხბურთელებს მისცემს, რომელთაც აქამდე დიდი სათამაში დრო არ ჰქონიათ.

„ხვალინდელ მატჩში შანსი მიეცემა ყველას, ვისაც წინა მატჩებში არ უთამაშია. საქმეში უნდა ვნახოთ ყველაფერი ფეხბურთელი, რომელიც გამოვიძახეთ. ეს არის მატჩი, რომელშიც დაძაბულობა არ უნდა იყოს, რადგან ამხანაგურია. საქართველოს ნაკრების რიგებში არიან კარგი ფეხბურთელები, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ. იმედი მაქვს, თავს კარგად წარმოვაჩენთ.

ლიეტუვას არ მივეცით ბევრი შესაძლებლობა, რომ ჩვენს კართან მომენტები შეექმნათ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ბიჭების თვალებში თამაშამდე წავიკითხე, რომ გამარჯვება უნდოდათ. ვცდილობთ რაღაც შევცვალოთ და ვფიქრობ, რომ გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც აქვთ მომავალი“, - განაცხადა პეტროვმა.

შეგახსენებთ, ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 8 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

0.11674